COVID-19-ით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის კაცია
12:44:21     25-09-2020
საქართველოში COVID-19-ით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, გარდაცვლილი პაციენტი, 54 წლის, კაცი, ქ. ბათუმის "რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში" შეყვანილი იქნა 20 სექტემბერს 15:45 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება. პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდ უკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს 10:00 საათზე.