საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
12:39:26     25-09-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 4664-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 4664 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1759 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 27.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836. ხოლო კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 781.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.