კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დაფიქსირდა
11:49:49     24-09-2020
საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.
„გამოვლინდა 259 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 164 შემთხვევა, თბილისში - 34, იმერეთში - 22, აქედან 15 ქუთაისში, სამი წყალტუბოში, თერჯოლაში - ერთი, საჩხერეში - ერთი, ბაღდათში - ორი. სამეგრელო-ზემო სვანეთში - 15, გორში - ერთი, მარნეულში - ერთი, მცხეთაში - ერთი, საზღვარგარეთიდან იმპორტირებული - ხუთი“, - განაცხადა ენდელაძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში COVID-19-ის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1705 ადამიანი, 25 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 390 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 640, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.