COVID-19-ის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში დაფიქსირდა

  11:55:34     23-09-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის თქმით, დღეს COVID-19-ის დადასტურებული 227 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარის რეგიონში ფიქსირდება.

"დაემატა 227 ახალი შემთხვევა. კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც გახლავთ 165 ახალი კოვიდინფიცირებული, შედარებით ნაკლებია თბილისში- 34 პაციენტი, რუსთავში გახლავთ 4, იმერეთში 14 შემთხვევა, აქედან 2 არის თერჯოლა და 12 არის ქუთაისი, გურიაში გახლავთ 4 შემთხვევა, აქედან ერთი არის ლანჩხუთი, სამი ოზურგეთი. გვაქვს დუშეთში ერთი შემთხვევა. ზუგდიდში გახლავთ 2 შემთხვევა. “ - განაცხადა მარინა ენდელაძემ.