ირანში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
11:00:38     23-09-2020
დღე-ღამის განმავლობაში ირანში კორონავირუსის დიაგნოზი 3 712 ადამიანს დაუსვეს. ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია, თებერვლის შემდეგ. საერთო ჯამში, დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა ქვეყანაში 429 193-ს მიაღწია, - ინფორმაციას Reuters-ი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
24 საათში ირანში კორონავირუსს კიდევ 178 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 24 656-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს