"ჩინეთმა პასუხი უნდა აგოს კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისათვის"
18:45:02     22-09-2020
გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაერომ ჩინეთს პასუხი უნდა აგებინოს კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისთვის.
"ვირუსის პირველ დღეებში ჩინეთმა ქვეყნის შიგნით გადაადგილება შეაჩერა, თუმცა თვითმფრინავებს ჩინეთის დატოვება შეეძლოთ, რამაც მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი. ჩინეთის მთავრობამ და ჯანმომ, რომელსაც ჩინეთი აკონტროლებს, გამოაცხადეს, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მტკიცებულება არ არსებობს. მოგვიანებით მათ განაცხადეს, რომ უსიმპტომო პაციენტები დაავადების გამავრცელებლები არ არიან. გაერომ პასუხი უნდა აგებინოს ჩინეთს მისი ქმედებებისთვის", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.