სოფელ თეკლათში კორონავირუსი 1 მასწავლებელს და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა - 150-მდე პირი თვითიზოლაციაშია

  11:22:12     22-09-2020

სენაკში, სოფელ თეკლათში კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო 150-მდე პირი თვითიზოლაციაშია.

ინფექცია 2 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა, შესაბამისად, სხვა პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებიც მათთან კონტაქტში იმყოფებოდნენ, ასევე სავალდებულო იზოლაციაში იმყოფებიან.

რაც შეეხება გურიას, აქ დღეს ტესტირების 60-ზე მეტ პასუხს ელოდებიან. რეგიონში სულ COVID-19-ის 58 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5 ლაითურის პირველი შემთხვევის კონტაქტებია, ერთი სოფელ სუფსას უკავშირდება, ერთი კი - ჩოხატაურს.