საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა
11:06:12     22-09-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული 21-ე და 22-ე პაციენტები გარდაიცვალნენ.
80 წლამდე ქალბატონი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. 67 წლამდე მამაკაცი კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
ორივე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.