საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  10:58:49     21-09-2020

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 3695-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 3695 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1534 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 20.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.