კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 126 აჭარაში დაფიქსირდა

  11:37:40     17-09-2020

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 126 აჭარაში დაფიქსირდა, იმერთში-16, თბილისში - 15, სამეგრელო ზემო სვანეთში - 7, მცხეთა მთიანეთში - 7, გურია-4, კახეთი - 4. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთლიანობაში 9 კრიტიკულად მძიმეა პაციენტია ქვეყანაში და მძიმე პაციენტთა რაოდენობა 70-მდე მერყეობს.

საქართველოში COVID-19-ის 179 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 937 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1422 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.