საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
11:11:27     17-09-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 2937-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 2937 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1422 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.