ქმრის მიერ მოკლულ 32 წლის თამთა ჯანჯღავაზე დედამთილიც ძალადობდა

  18:07:47     16-09-2020

გავრცელებული ინფორმაციით, ქმრის მიერ მოკლულ 32 წლის თამთა ჯანჯღავაზე დედამთილიც ძალადობდა.

როგორც ირკვევა, 2016 წელს თამთას დედამთილი სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დააკავეს. სასამართლომ რძალზე ძალადობაში ბრალდებულ დედამთილს 1-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა, პოლიციამ კი მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

32 წლის თამთა ჯანჯღავა ქმარმა, ირაკლი შურღაიამ სიცოცხლეს თურქეთის ქალაქ სტამბოლში, საკუთარ ბინაში მოკლა და ადგილიდან მიიმალა.