მორაგბე, რომელიც რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა დაჭრა, "შვიდკაცას" კაპიტანია

  16:04:02     16-09-2020

რაგბის კავშირში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მოქმედი მორაგბე 32 წლის რამაზ ხარაზიშვილია. ის "შვიდკაცას" კაპიტანია.

მას ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

ექიმების ინფორმაციით, მორაგბის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმცაიით, რაგბის კავშირში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ორი, 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. მორაგბის დაჭრაში ეჭვმიტანილი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელიაა.