მსახიობ გიორგი გურგულიას ყოფილ ცოლზე ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს

  15:28:44     16-09-2020

მსახიობ გიორგი გურგულიას ყოფილ ცოლზე ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს.

გურგულია დაკავებული არ არის, მას 4 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

მსახიობს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით აქვს წარდგენილი: 11 პრიმა -151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 11 პრიმა 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტით და 360-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას, ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და თვითნებობა გულისხმობს - "ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანს ითვალისწინებს".

ამ ეტაპზე საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.