
რაგბის კავშირში სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი
14:18:20     16-09-2020
სროლა იყო ცოტა ხნის წინ საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა დაუდასტურა.
მისივე თქმით, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თორნიკე გოგებაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ, თანამშრომლები კი გამოკითხვაზე იმყოფებიან.