საბერიოს ე.წ. კლასტერი გაფართოვდა

  12:49:09     16-09-2020

საბერიოს ე.წ. კლასტერი გაფართოვდა. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აღებული 399 ნიმუშიდან 6 პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. 6-ვე მათგანი გალის რაიონის საბერიოს ე.წ .კლასტერს ეკუთვნის.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, მათი გადმოყვანა დღის განმავლობაში განხორციელდება და ისინი მოთავსდებიან სპეციალიზირებულ კლინიკებში. რაც შეეხება მარტვილელ პოლიციელს, თორიას თქმით, მისი 7-ვე კონტაქტი მოძიებულია. ყველა მთგანზე აღებულია პისიარ ტესტი. პასუხები ჯერჯერობით უცნობია და გადაყვანილი არიან კარანტინში. პოლიციელი რუხის კლინიკაში გადის მკურნალობას. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოში 58 პაციენტია მოთავსებული .