კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 144 ბათუმში, 29 კი თბილისში დაფიქსირდა
12:42:52     16-09-2020
კოვიდინფიცირების 196 შემთხვევა ასე ნაწილდება: ბათუმი 144 და ქობულეთი ერთი, თბილისში 29, ქუთაისი 7, საჩხერე ერთი, გორი 4, გარდაბანი 3, ოზურგეთში 4, ზუგდიდში 2, ფოთში ერთი, მცხეთა ერთი - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით ინფიცირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ აჭარაშია, რის გამოც განსაკუთრებული ძალებია მიმართული აჭარისკენ.
„იმედი გვაქვს რომ ძალიან მალე მოხდება შემთხვევების შემცირება, ლოკალიზება და ალბათ ლიკვიდაციაც დროზე უნდა მოხდეს აჭარაში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 1 319 პაციენტი მკურნალობს
დღეს საქართველოში COVID19-ის 196 შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1412 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.