"მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისშია"

  08:48:41     16-09-2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ნაბაროს განცხადებით, მსოფლიო ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დასაწყისშია.

"ჯერ პანდემიის ნახევარიც არ გაგვივლია, ჩვენ ჯერ კიდევ დასაწყისში ვართ. ის უფრო და უფრო საშინელი ხდება. ვხედავთ თუ რაოდენ დიდ ზიანს აყენებს იგი მსოფლიოს. მოსალოდნელია ეკონომიკის შემცირება, რაც სიღარიბეს კიდევ უფრო გაზრდის", - განაცხადა დევიდ ნაბარომ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 29 323 247 შემთხვევაა გამოვლენილი, 929 444 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 19 898 806 გამოჯანმრთელდა.