რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ორმაგი მკვლელობა მოხდა
18:01:22     15-09-2020
საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის მონაკვეთზე, ნეიტრალურ ზონაში ორმაგი მკვლელობა მოხდა.
რუსეთის და საქართველოს მოქალაქეებს შორის, რომლებიც სატვირთო ავტომობილების მძღოლები იყვნენ, შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქემ რუსეთის მოქალაქე მამაკაცს თავში ქვა ჩაარტყა და მოკლა. ფაქტს გარდაცვლილის შვილიც შეესწრო, რომელმაც საქართველოს მოქალაქეს, სატვირთო ავტომობილის მძღოლს ცივი იარაღით ასევე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია რუსეთის ერთი მოქალაქე.