რძიანი ყავის კოქტეილი
10:43:12     13-08-2011
3 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ 3 სუფრის კოვზ შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ 3 ჩაის ჭიქა ადუღებული და გაციებული რძე; ჩავყაროთ 3 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა და მიქსერით კარგად გავთქვიფოთ. კოქტეილი ჩვასხათ მაღალ დიდ ჭიქებში და ჩავაგდოთ თითო ნაჭერი ყინული.