გუკა რჩეულიშვილი ყოფილ ცოლზე და დედაზე: სა­გი­ჟე­თი არ მი­ტო­ვებ­და, ამიტომ მაიამ და ლელამ იქი­რა­ვეს ად­ვო­კა­ტი და და­ა­ჭე­რი­ნეს ჩემი თავი

  16:19:53     15-09-2020

კინოპროდუსერი გუკა რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და პატიმრობას ყოფილ ცოლს და დედას აბრალებს.

"ერთი, ორი სი­ტყვა ჩემ და­ჭე­რა­ზე ხომ უნდა ვთქვა?! “იტოგ­ში“ მე მარ­თლა ისეთ სი­მაღ­ლე­ზე დავფრი­ნავ­დი, რომ პა­ტა­რა შეც­დო­მა სიკ­ვდი­ლი იყო! ამი­ტომ, მა­ი­ამ და ლე­ლამ რომ ნა­ხეს ფსი­ქი­კუ­რად ნორ­მა­ლუ­რი ვი­ყა­ვი, რაც კვლე­ვით დამ­ტკიც­და და სა­გი­ჟე­თი არ მი­ტო­ვებ­და, იქი­რა­ვეს ად­ვო­კა­ტი და და­ა­ჭე­რი­ნეს ჩემი თავი. ხომ კარ­გი ვა­რი­ან­ტია, მაგ­რამ მანდ არ მთავ­რდე­ბა.

4 თვე­ში რომ გა­მო­ვე­დი, იმ ქალ­ბა­ტო­ნი ად­ვო­კა­ტის, რო­მე­ლიც ჩემი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, მისი გა­სამ­რჯე­ლოს ნა­ხე­ვა­რი რაც დარ­ჩე­ნი­ლი იყო, მე გა­და­მახ­დე­ვი­ნეს. დე­დას ვფი­ცა­ვარ რა კლა­სია. რე­ა­ლუ­რად თუ მაგ­რად არ ვუ­ფა­სებ­დე ორი­ვეს. რა ძნე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით ლე­ლას მხრი­დან, იმი­ტომ, რომ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა მას მო­უ­წია!

ასე მოხ­და ეს ის­ტო­რია, არც ინ­შა­ლაჰ და მა­შა­ლაჰ ამას არ უნდა, მაგ­რამ ად­ვო­კა­ტის თემა “უთე­ლე­სია…" - წერს რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი.

გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს. მას ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 10 000 ლარიანი, გირაოს გადახდის სანაცვლოდ, საპატიმრო 4 თვეში დატოვა.