საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
10:55:13     15-09-2020
დღეიდან საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ბოლო პერიოდში კორონავირუსის მომატებული ახალი შემთხვევების გამო, ქვეყნის დიდ ქალაქებში სწავლება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ორი კვირის განმავლობაში სკოლები აღიჭურვება დამატებითი ინფრასტრუქტურით, რაც პანდემიის პირობებში სასწავლო დაწესებულებებისთვის პროტოკოლით გათვალისწინებულ აუცილებლობას წარმოადგენს. საჯარო სკოლები უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით.