ბათუმში საპატრიარქოს მოხუცთა თავშესაფრის ხუთ ბინადარსა და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
10:44:59     15-09-2020
აჭარაში, ბათუმში მდებარე მოხუცთა თავშესაფრის ხუთ ბინადარსა და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თავშესაფარში 120 მობინადრეა. "არ ვიცით ინფიცირების წყარო, რადგან 2 სექტემბრიდან არავინ გასულა და შემოსულა თავშესაფარში თანამშრომლების გარდა. რაც შეეხება ინფიცირებლ თანამშრომელს, მას მობინადრეებთან შეხება არ ჰქონია, რადგან შვებულებაში იყო. მას როგორც ვიცი ქორწილთან ჰქონდა შეხება,"- განაცხადა დირექტორმა დეკანოზმა იოანე ბარამიძემ.