მატანში 10 წლის გოგონას, რომელიც სკოლის მასწავლებლის კონტაქტია, კორონავირუსი დაუდასტურდა
19:00:47     14-09-2020
კახეთში, ახმეტის რაიონის სოფელ მატანში 10 წლის გოგონას კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც იუწყებიან, ინფიცირებული მატანის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგის კონტაქტია.
ამ ბოლო შემთხვევის გამო, ანტიკრიზისულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მატანის ორ საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დისტანციური რეჟიმით დაიწყოს.
ამ დროისთვის სულ 460 მსურველია გატესტილი, რომელთა პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.