
გასულ დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
13:04:31     14-09-2020
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 307 930 გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით გარდაცვალების 5 500 შემთხვევა, რამაც დაღუპულთა საერთო რაოდენობა 917 417 შეადგინა.
ინფექციების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა სამ ქვეყანაში, ინდოეთში 94 372, აშშ – ში 45 523 და ბრაზილიაში 43 718.
ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება ევროპულ ქვეყნებში, ბოლო დღეებში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა საფრანგეთსა და ესპანეთში.