საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
10:32:13     14-09-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 2392-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 2392 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1369 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -390.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.