საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  10:40:20     12-09-2020

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 1363-მდე გაიზარდა. 

შესაბამისად, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 2075 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1363 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -390.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.