"ვინმე მომკვდარა შენ გარშემო კოვიდით?" - იკითხა ქართველმა, რომელსაც მართლა კუბოების ნახვა უნდა"...
12:06:13     11-09-2020
უფლებადამცველი თამარ გურჩიანი სოციალურ ქსელში წერს:
"-“მე ვფიქრობ, ყველამ უნდა მოვიხადოთ ეს ვირუსი” - თქვა ქართველმა, რომელსაც არც მშობლები ჰყავს, არც ბებია-ბაბუა და არცერთი ისეთი ახლობელი, ვინც რისკჯგუფს მიეკუთვნება. რა თქმა უნდა, მას არც ბავშვების სკოლაში გაშვების ეშინია და სულს რომ ღაფავს ის ბიზნესიც არ აღელვებს. რადგან, მეცნიერების და კვლევის გაგებას სჭირდება ცოტა განათლება, თორემ მათ უგულებელყოფას რა უნდა?
- “სომხეთში 900 ადამიანი მოკვდა და მოდი, ვნახოთ ჩვენთან რამდენი მოკვდება” - თქვა ქრისტიანმა და ჰუმანისტმა ქართველმა, რომელსაც ალბათ სჯერა, რომ ქართველი ერთ, ადამიანურ რასას არ ეკუთვნის, რაღაც სხვა ძალა იცავს. ან, უბრალოდ, იმდენად უბედურია თავად, რომ ადამიანის სიცოცხლე მისთვის უბრალოდ არაფერს ნიშნავს.
- “ვინმე მომკვდარა შენ გარშემო კოვიდით?” - იკითხა ქართველმა, რომელსაც მართლა კუბოების ნახვა უნდა თუ წინასაარჩევნო პოპულიზმს, ბრუტალურ მარკეტინგს ან საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ეწირება, ვერ გაიგებ.
ყველას კარგ დღეს გისურვებთ! " - წერს გურჩიანი.