"87 ახალი შემთხვევიდან 29 არის ბათუმის შემთხვევები, 24 - ქუთაისის სკოლის"...

  11:42:16     11-09-2020

87 ახალი შემთხვევიდან 29 არის ბათუმის შემთხვევები, 24 გახლავთ ქუთაისის სკოლის შემთხვევიდან, 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 5 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 4 შემოტანილი შემთხვევა, 3 არის სამედიცინო პერსონალი და 10 შემთხვევაზე ეპიდკვლევა გრძელდება - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 536 პაციენტი მკურნალობს. აქედან 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტია. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 71-ია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.