"ლევან გოგიჩაიშვილი რომ ადგა, შემდეგ მე გამიკეთეს მისი მიკროფონი" - თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას გადაედო
11:35:17     11-09-2020
"კანონი და სამართალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, თაკო ჩარკვიანი, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, ვარაუდობს, რომ ვირუსი ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას, სხვა რესპონდენტის მიკროფონის დამაგრების შედეგად გადაედო.
"ვფიქრობ, ჩემთვის... ლევან გოგიჩაიშვილი რომ ადგა, შემდეგ მე გამიკეთეს მისი მიკროფონი. დღეს უკეთ ვარ, ვიდრე გუშინ, მაგრამ სისუსტე მაქვს, ვერ ვარ კარგად. ჩემი მეუღლე თვითიზოლაციაში გადავიდა, შვილი აქ არაა, 6 თვეა, არანაირი კონტაქტი არ გვაქვს“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ცოტა ხნის წინ ვირუსი დაუდგინდა თაკო ჩარკვიანსაც.
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20.