საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
10:24:34     10-09-2020
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 1830-მდე გაიზარდა. შესაბამისად, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1830 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1334 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -390.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.