გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელი ზუგდიდის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
13:47:44     08-09-2020
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის ივლისში, ფოთში მომხდარი შემთხვევის დროს დაკავებული პოლიციელი ჭაბუკა ლემონჯავა ორივე მუხლით გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო.
ბრალდებული პოლიციელის მიმართ გამოძიება სამსახურეობრივ უფლებამოსილების გადამეტებისა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით მიმდინარეობდა.
დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ სამართალდამცავმა მხოლოდ თავდაცვის მიზნის მას შემდეგ გაისროლა, რაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვისას დამნაშავემ პოლიციელს ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა.
დამნაშავე გასროლის შემდეგ ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა.