ბათუმის იუსტიციის სახლი დროებით დაიკეტა - 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
11:55:19     08-09-2020
აჭარაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო ბათუმის იუსტიციის სახლმა მოქალაქეთა მიღება დროებით შეაჩერა. იუსტიციის სახლი ბათუმში მოქალაქეებს წინასწარი ჩაწერის შემდეგ ემსახურებიოდა. დღეს, 8 სექტემბერს კი, წინასწარი ჩაწერაც შეჩერებულია.
აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ბათუმის იუსტიციის სახლის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აჭარაზე. მან თქვა, რომ აჭარაში მდგომარეობა სერიოზულია: „ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია. ეს ნიშნავს, რომ აჭარა წითელი ზონაა“.
დღეს, 8 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის სულ 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 24 საათში სულ 2 767 პირს ჩაუტარეს PCR ტესტი: