პირს, რომელიც კუს ტბაზე, 1000 კაციან წვეულებაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა
11:06:16     08-09-2020
კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც კუს ტბაზე მრავალრიცხოვან ღონისძიებაზე პარასკევს საღამოს, 3 აგვისტოს იმყოფებოდა.
ამის შესახებ გამოცემა "პრაიმტაიმი" წერს. წვეულებაზე 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათგან, ერთ-ერთ სტუმარს კი გუშინ, სავარაუდოდ, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1321-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.