კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო რესტორანი "რესპუბლიკა" დაიკეტა
10:57:39     08-09-2020
კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო, თბილისში რესპუბლიკის მოედანზე რესტორანი "რესპუბლიკა" დაკეტეს.
როგორც ობიექტის მენეჯერი აცხადებს, არის ეჭვი, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს „კოვიდ-19“ აქვს. მისი ტესტირების პასუხი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა პრევენციის მიზნით, ტესტირება ჩაუტარდა ყველა თანამშრომელს.
შეზღუდულია შენობაში შესვლა და გამოსვლა.