საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  10:09:16     07-09-2020

საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1684 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1315-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.