გურიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფექცია 21 წლის გოგოს დაუდასტურდა, რომელიც "დონაში" იმყოფებოდა
12:13:09     04-09-2020
COVID-19 ჩოხატაურში, ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა.
21 წლის ქალი „დონას“ კლასტერს მიეკუთვნება და საკონდიტროში როგორც მომხმარებელი, ისე იმყოფებოდა.
„ქალს ჰქონდა საეჭვო კლინიკური ნიშნები, ჩაუტარდა კვლევები და დაუდასტურდა COVID-19. ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამჟამად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქალის კონტაქტების კვლევას აწარმოებს", - განაცხადა ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 28 ადამიანს გამოუვლინდა, გამოჯანმრთელდა 15.
სულ, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 1596, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1294, გარდაცვლილი - 19. კარანტინის რეჟიმში - 6250, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 289.