კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 12 საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა
11:58:33     04-09-2020
კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 12 არის საკონდიტრო „დონას“ კლასტერთან დაკავშირებული და ჯამში ამ კლასტერში უკვე გვაქვს 36 შემთხვევა. 3 არის დაავადებულთან კონტაქტი, 3 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, 2 შემოტანილი, 4 დადასტურებულ პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 4 პაციენტზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 275 პაციენტი მკურნალობს. აქედან 3 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტია. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 81-ია.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 28 ადამიანს გამოუვლინდა, გამოჯანმრთელდა 15.
სულ, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 1596, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1294, გარდაცვლილი - 19. კარანტინის რეჟიმში - 6250, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 289.