საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  11:46:29     04-09-2020

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 1596-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1596 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1294 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -289.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.