თამარ ბაჩალიაშვილის ნათესავი: თამუნას მამა სიმთვრალეში პათოლოგია, მშობლებს სულ ჩხუბი ჰქონდათ
15:25:29     03-09-2020
რიტა ზურაბაშვილი 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ბებიის დაა. რიტა ზურაბაშვილის მონაყოლით, მასთან გარდაცვლილ გოგონას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ბებიას ეძახდა.
გარდაცვლილი გოგოს ბებია მედიასთან ამბობს, რომ თამარის თვითმკვლელობის ვერსიის სჯერა და ბაჩალიაშვილების ოჯახურ კონფლიქტებს იხსენებს.
რიტა ზურაბაშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და ისინი დიდი ხანია ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
"თამარის მამა სიმთვრალეში პათოლოგია. ცალკე ცხოვრობდა, კარგა ხანია ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ძმა ბოლო დროს მამასთან იყო. თამარი სასტიკად ვერ იტანდა კამათს. მშობლების ჩხუბის გამო პატრულსაც იძახებდნენ-ხოლმე. ძალიან ახლო მეზობლებისგან ვიცი, 10 დღის განმავლობაში სულ კამათობდნენო.
თავად თამუნას თავისი უფროსი ფანატიკურად უყვარდა. იქამდე თავისი თანაკურსელი, თემურ ჭანუყვაძე ჰყავდა შეყვარებული, რომელსაც დაშორდა. თავისი უფროსისთვის კი ბოლოს ამდგარა და მიუწერია, ნიკაო, მე მივდივარ სამსახურიდანო. იფიქრა, ნიკა თუ ჩემზე რაღაცას ფიქრობს, ან სიმპატიები აქვს, ხომ შემეხვეწება რატომ მიდიხარო. ნიკას მიუწერია თამუნასთვის, ეგრე არ ხდება, ორშაბათს მოდი, ხელი მოაწერე, ლეპტოპი ჩაგვაბარე და შენი ნივთები წაიღეო. იმ ბიჭმა, უფროსმა, სხვა გოგო მიიღო სამსახურში და სასტიკად ეჭვიანობდა. როცა დაურეკა და უთხრა, მივდივარ სამსახურიდანო, იმან რომ იგნორირება გაუკეთა, ეს იყო ბოლო წერტილი. ადგა და შაბათს თავი მოიკლა. ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდა.
ჩემი გაზრდილი ბავშვია. ოჯახური სიტუაცია ჰქონდა არეული, ვერავის ვერაფერს უყვებოდა. თამუნას ბავშვობაშიც თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, რადგან მშობლებმა იჩხუბეს, დედამ კი მამის წინააღმდეგ წერილი დააწერინა და ძალიან განიცადა. მეორე მცდელობის დროს, 11 ტაბლეტი ძილის საშუალება ჰქონდა დალეული. მითხრა, 10 წუთის დალეული მაქვსო, ძალიან განვიცდი, მიშველე რამეო. სოდიანი წყალი დავალევინე. დამაფიცა, არ მეთქვა მშობლებთან. საერთოდ არავისთან მითქვამს. ეს მოხდა, როცა მეორედ ჩამოვიდა საფრანგეთიდან. საფრანგეთში რომ წავიდა, თან ოჯახშიც ეს სიტუაცია ჰქონდა. მაშინ ისიც აღნიშნა, ვეღარ ვიტან ბებო, ერთმანეთს აწიწკნიანო. სამი დღის მერე დედამისს ვუთხარი, თეონა, ცოტა ისე მოვეპყროთ თამუნას-მეთქი, კონფლიქტი ნუ გექნება ოჯახში. ხრუსტალივით არის, რომ დაგივარდება სულ დაიფშვნება-თქო. მე ჩემს თავმოყვარეობას ბავშვების გამო ვერ "იმასვიზამო". მამამისს დედამისისთვის უთქვამს, ეს ბინა გავყიდოთ, ისანში სხვა სახლი მაქვს არჩეულიო და ის თამუნას სახელზეო. დედამისის სახელზეა ეგ ბინა. დედას უთქვამს არაო, რა ვიცი, თამუნა იქნებ ნარკომანს გაჰყვეს და ბინიდან გამომასახლოსო. მაგაზე ძალიან უტირია თამუნას და მითხრა, რატომ არ სჯერათ ჩემი, რატომ უნდა გავყვე ნარკომანსო. მე ვუთხარი, ეგ სიტყვის მასალად თქვეს, ხომ იცი, დედაშენი და მამაშენი რა ტიპები არიან-მეთქი. მე რომ ვყოფილიყავი, ის ბავშვი ცოცხალი იქნებოდა, ვიღაცას ეტყოდა თავის დარდს, შეიძლება ის წერილიც არ დაეწერა - წერილი მომავლიდან რომ დაწერა. იმ წერილში აშკარად ეტყობა, რომ შეყვარებულია ამ ბიჭზე და ეჭვიანობს იმ ქალზე“, - ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.