საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  11:39:03     03-09-2020

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 1568-მდე გაიზარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1568 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1279 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6185 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -215.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.