კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ინფიცირებული ბათუმის საკონდიტრო მაღაზია "დონას" კლასტერიდანაა
11:16:32     02-09-2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა, 7 - დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 - შემოტანილი შემთხვევა, საიდანაც 2 პაციენტი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.
ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით „კოვიდ ცენტრებში“ კორონავირუსით დაინფიცირებული 251 პაციენტი მკურნალობს.