"ჩვენი თანამშრომლების ინფიცირების წყარო სავარაუდოდ მომხმარებელია" - საკონდიტრო "დონა" განცხადებას ავრცელებს

  11:05:41     02-09-2020

საკონდიტრო „დონას“ მენეჯერის, თამილა ბეჯანიძის განცხადებით, მათი თანამშრომლების კორონავირუსით ინფიცირება სავარაუდოდ მომხმარებელს უკავშირდება.

„პირველი ორი შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია, ორივე წინა ხაზზე მუშაობდა, ამიტომ ერთ-ერთ ვერსიად მომხმარებლისგან ინფიცირება განიხილება. გუშინ დაიკეტა ერთი მაღაზია, სადაც ვირუსი დაფიქსირდა, ხოლო დღეს აღარ გავხსენით მეორე, რადგან მათი ტესტებიც აღებულია და პასუხებს ველოდებით. ჩემი მეუღლეა „დონას“ მფლობელი და მას გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი. მე უარყოფითი პასუხი მომივიდა და გადავედი თვითიზოლაციაში“, - განაცხადა ბეჯანიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.