კორონავირუსი ბათუმში მდებარე საკონდიტრო მაღაზია "დონას" მეორე თანამშრომელსაც დაუდასტურდა

  10:25:09     02-09-2020

კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონასთან“ დაკავშირებულ კიდევ ერთ პირს.

ეს ბათუმში „დონასთან“ დაკავშირებული კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევაა.აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ 80-მდე პირს ჩაუტარდა ტესტირება.

საკონდიტრო „დონას“ ბათუმში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა „დონაში“, რომელიც ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარეობს.

უფასო PCR  ტესტირებისთვის ბათუმში ორ ადგილზეა კარავი განთავსებული. ერთი კარავი - ბათუმის ცენტრალურ ბულვარში, კოლონადების გვერდით, მეორე კი ახალ ბულვარში, რესტორან „აჭარული სახლის“ მიმდებარედაა. ტესტირება კარვებში 16:00 საათიდან ღამის 10 საათამდეა შესაძლებელი.