"მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ უნდა ჩამოვიდეს, უნდა მართოს კიდეც ეს ქვეყანა... სირცხვილია რომ მას დღეს საქართველოს პასპორტი არ გააჩნია"

  10:53:38     01-09-2020

აჭარის მთავრობის ყოფილმა და უკრაინის საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ვარშალომიძემ "ტვ პირველთან" ისაუბრა.

"მიხეილ სააკაშვილი არამარტო უნდა ჩამოვიდეს, არამედ უნდა მართოს ეს ქვეყანაც, იმიტომ რომ ამ კაცმა შექმნა ეს ქვეყანა და დღეს მართლაც სირცხვილია, როცა მესამე პრეზიდენტი საერთოდ ქვეყანაში არ იმყოფება და საქართველოს პასპორტი არ გააჩნია.

მე აქ უცხოს ვერაფერს ვხედავ. მე პირადად ვამაყობ, რომ მისი გუნდის წევრი ვარ. მისი გუნდის წევრობის დროს შეიქმნა ეს სასწაულები, როგორიც ბათუმის სასწაულია და სხვა საქართველოს აღმშენებლობა.

ამიტომ, მისი ჩამოსვლაც, გაპრემიერებაც და მმართველობაც შესაძლებელია. ამას, უბრალოდ, ბრძოლა სჭირდება. მეც აქ ვარ, ქართველი ხალხიც აქ იქნება“,- თქვა ვარშალომიძემ.