საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  10:24:40     01-09-2020

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 1510-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1510 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1243 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5828 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -231.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.