ბერა ივანიშვილი: მინდა თქვენს გვერდით დავდგე და ვთქვა, რომ შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია
01:03:19     31-08-2020
ბიძინა ივანიშვილის შვილი, რეპერი ბერა ივანიშვილი (BERA) ინსტაგრამზე ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ მხარს უჭერს აშშ-ში შავკანიანი მოქალაქეების თანასწორობისთვის ბრძოლას და მოძრაობას - Black Lives Matter.
"მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მილის მოშორებით ვცხოვრობ, მინდა თქვენ გვერდით დავდგე და ვთქვა, რომ შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. მე გავიზარდე ოჯახში, რომელსაც ყველა ადამიანის თანასწორობის სწამს. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, გავზარდოთ ჩვენი ვაჟი იმავე პრინციპებით. იმიტომ, რომ გვჯერა, რომ ყოველ ჩვენგანს შეუძლია, - და ასეც უნდა მოიქცეს, - შეიტანოს წვლილი ამ სამყაროს გაკეთილშობილებაში," - ამბობს ბერა.
მოძრაობა Black Lives Matter აშშ-ში აფროამერიკელი მოსახლეობის უფლებებს იცავს.