საქართველოში დაიწყო საშემოდგომო სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა
11:55:17     12-08-2011
პრეზიდენტის ბრძანებულებით, მიმდინარე წელს, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, 4 ათას 890 ადამიანი უნდა იქნეს მობილიზებული. კიდევ 1 ათას 400 წვევამდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იმსახურებს. ხოლო 1 ათას 300 კაცის მობილიზაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის ქვედანაყოფები გააკეთებენ.
გაწვევას ექვემდებარებიან მამაკაცები 18 - დან 27 წლამდე, რომლებსაც ადრე სამხედრო სამსახური არ გაუვლიათ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზებით სამსახურიდან არ განთავისუფლებულან. ჯანდაცვის სამინისტრო ათი დღის განმავლობაში დაასახელებს დაწესებულებებს, სადაც წვევამდელები სამედიცინო კომისიას გაივლიან.