საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
10:39:21     27-08-2020
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 40-ით გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] თანახმად, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 1447 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1190 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.
სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 236 ადამიანი, 6010 მოქალაქე კი კარანტინში იმყოფება.