თბილისში 27 წლის მამაკაცი მოკლეს
10:25:27     27-08-2020
ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს თბილისში. მას გულ-მკერდის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მძიმე დაზიანებები, სავარუდოდ, დანით ჰქონდა მიყენებული.
27 წლის პაციენტი კლინიკაში გადაყვანიდან მალევე დაიღუპა. სისხლიანი დაპირისპირების დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.